„ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 14 მარტის №100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 253
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი 26/03/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.123.016205
253
26/03/2014
ვებგვერდი, 31/03/2014
210020010.35.123.016205
„ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 14 მარტის №100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი

თვითმმართველი  ქალაქი ქუთაისის  საკრებულოს  

დადგენილება №253

2014 წლის 26 მარტი

ქ. ქუთაისი

„ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში  მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირო­ბების, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 14 მარტის №100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანს­პორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირო­ბების, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 14 მარტის №100 დადგენილებაში /სსმ matsne@justice.gov.ge 30.03.2011, 210020010.35.123.016052/ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების დანართის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს „ზ.ა.“ ქვეპუნტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „ზ.ა. კონკურსის მონაწილემ უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია მარშრუტზე ნებართვის გაცემის ფასის, ერთ წელში გადასახდელი თანხის 25 პროცენტის ოდენობით, რომელიც, მას, კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, უბრუნდება ნებართვის ვადის ამოწურვის შემდეგ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მონაწილემ ვერ გაიმარჯვა, უბრუნდება დაუყოვნებლივ.“

2. შეიცვალოს დადგენილების დანართის 23-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

   „1. ნებართვის გაცემის ფასი გადაიხდევინება ყოველთვიურად, წინამდებარე წესის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველი საანგარიშო თვის 28 რიცხვამდე.“

   „2. ნებართვის გაცემის ფასის, ყოველი საანგარიშო თვის 28 რიცხვამდე, გადაუხდელობის შემთხვევაში, ნებართვის მფლობელს დაეკისრება ადმინისტრაციული ჯარიმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარ­ღვევათა კოდექსის 135-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო, დავალიანების, 30 კალენდარული დღის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში, საბანკო გარანტიის თანხა მთლიანად ჩაირიცხება ნებართვის  გამცემის მიერ მითითებულ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე და დაიწყება ნებართვის გაუქმების პროცედურა.“

   „3. ნებართვის გაცემის ფასისა და ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა ნებართვის მფლობელის მიერ წარმოებს საბანკო დაწესებულებაში და მთლიანად ჩაირიცხება ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.“

    „5. ნებართვის გაცემის ფასი სრულად გადაიხდევინება, მიუხედავად იმისა, რომ საანგარიშო თვის განმავლობაში ნებართვის მფლობელმა განახორციელა თუ არა მომსახურება.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილელევან კირკიტაძე