დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2080 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 28/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2080
2012 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების შესახებ
1.ს აქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი 34 02 0 2) მიმართოს საჭირო თანხა, ქალაქ თბილისში, ჭავჭავაძის გამზ. №49ა-ში მდებარე დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებული, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა დროებითი საცხოვრებელი ფართების დაქირავების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულებით დამტკიცებული „ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო ს ტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ შესაბამისად, მათი გრძელვადიანი განსახლების ღონისძიებების განხორციელებამდე.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს ყოველთვიურად, ოჯახზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით. ოჯახიდან, თანხის მიმღებ პირად განისაზღვროს, კანონმდებლობით დადგენილი წესით მინდობილი (ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა) უფლებამოსილი სრულწლოვანი წევრი.
3. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საჭირო ფართ(ებ)ის მოძიება ვაკე-საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე 2013 წლის 1 თებერვლამდე.
4. ს აქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, უზრუნველყოს მოძიებული ფართ(ებ)ის რეაბილიტაცია (საცხოვრებელ ბინებად გარდაქმნის სამუშაოები), საჭიროების შემთხვევაში.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები