დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის №1400 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 237 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 08/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №237
2012 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
„ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის № 1400 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის № 1400 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) განკარგულების პრეამბულა ჩაითვალოს პირველ პუნქტად და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2011-2012 წლებში:“;
ბ) განკარგულების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ დ“ ქვეპუნქტი:
„ დ) 2012 წელს განსახორციელებელი სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვის დაფინანსება განა ხორციელო ს „ საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „ გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ მუხლით (პროგრამული კოდი – 25 02 02) განსაზღვრული ასიგნებებიდან.“;
გ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
„ 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის დროს გაითვალისწინოს ამ განკარგულებით განსაზღვრული სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების განხორციელებისათვის აუცილებელი დამატებითი თანხების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გამოყოფის საკითხი.“.
2. განკარგულება ძალაშია 2012 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები