დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გამონაკლისის დაშვების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2077 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 28/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2077
2012 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გამონაკლისის დაშვების შესახებ
1. „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაზე - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტზე არ გავრცელდეს ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და მიეცეს თანხმობა, რომ 2013 წლის განმავლობაში ხელშეკრულებით დაქირავებულთა რაოდენობა განისაზღვროს 19 ერთეულით.
2. განკარგულება ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ - მინისტრი ბ. ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები