„სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №2492 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №2492 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2073
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 28/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
2073
28/12/2012
გამოუქვეყნებელი, 28/12/2012
000000000.00(0).000.000000
„სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №2492 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2073

2012 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 1 დეკემბრის 2492 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 1 დეკემბრის 2492 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

განკარგულების „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ)ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 2012 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსება ,,საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი „კახეთის განვითარების პროექტის“ მუხლით (პროგრამული კოდი: 25 06) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული ,,რეგიონალური განვითარების პროექტი I ნაწილი (კახეთი) (WB)“ მუხლით (პროგრამული კოდი: 25 0 6 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან, ხოლო 2013 წელს - „ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.“.

პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი