აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 21/03/2014
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016084
19
21/03/2014
ვებგვერდი, 25/03/2014
010340000.32.061.016084
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

 დადგენილება №19

2014 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ

1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის  ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა, დანართის შესაბამისად.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                                           ვ. ყოლბაია

                                                                                         დანართი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:

2.1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Word, Excel, internet) ცოდნა;

გ) უპირატესობა მიენიჭება საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებას;

დ) უპირატესობა მიენიჭება უცხო ენის ცოდნას.

2.2. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

გ) საქართველოს კანონი  „საჯარო სამსახურის შესახებ’’;

დ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (I, III, IV, VI თავები);

ე) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი’’;

ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;

ზ) საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ’’;

თ) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;

ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №6 დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ.