,,სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 ივლისის №1475 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2072
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 28/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
2072
28/12/2012
გამოუქვეყნებელი, 28/12/2012
000000000.00(0).000.000000
,,სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 ივლისის №1475 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2072

2012 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

,, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებსაქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 ივლისის 1475 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63- მუხლის შესაბამისად, ,, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებსაქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 ივლისის 1475 განკარგულებაში შეტანილ იქნას ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ,,საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგრამული კოდი 25 03) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების” მუხლით (პროგრამული კოდი 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში გათვალისწინებული წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვრის წყალმომარაგების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო 2013 წელს გათვალისწინებული დაფინანსება განახორციელოს „ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.“.

პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი