„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პრივატიზებისას ქონების გამსხვისებელსა და ქონების შემძენს შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულებების ფორმების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 3 ივნისის №114 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პრივატიზებისას ქონების გამსხვისებელსა და ქონების შემძენს შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულებების ფორმების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 3 ივნისის №114 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი ს-137
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი
მიღების თარიღი 25/03/2014
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 040110030.33.058.016071
ს-137
25/03/2014
ვებგვერდი, 26/03/2014
040110030.33.058.016071
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პრივატიზებისას ქონების გამსხვისებელსა და ქონების შემძენს შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულებების ფორმების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 3 ივნისის №114 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პრივატიზებისას ქონების გამსხვისებელსა და ქონების შემძენს შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულებების ფორმების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 3 ივნისის №114 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის

ბრძანება №ს-137

2014 წლის 25 მარტი

ქ. ბათუმი

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პრივატიზებისას ქონების გამსხვისებელსა და ქონების შემძენს შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულებების ფორმების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 3 ივნისის №114 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტო­­ნომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პრივატიზებისას ქონების გამსხვი­­­­სებელსა და ქონების შემძენს შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკ­რულებების ფორ­მების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკო­ნომიკის მინისტრის 2011 წლის 3 ივნისის №114 ბრძანებაში (სსმ, ვებპორტალი, 10/06/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის“ (დანართი №1):

ა.ა) 3.3. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.3. იპოთეკარის მიმართ იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო იპოთეკით დატვირთული ქონების იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლის ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა), ახალ (და ყოველ შემდგომ) მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ განმკარგავი სუბიექტის წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, თუკი იპოთეკით ქონების დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულებ(ებ)ის ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.“;

ა.ბ) 4.2.3. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.2.3. ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო ან/და ნასყიდობის ხელშეკრულებით პირობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს თითოეულ დარღვევაზე საპრივატიზებო საფასურის 0,05%-ს დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;“;

ა.გ) 4.4. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.4. 4.3. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრში უქმდება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მყიდველის საკუთრების უფლება და ქონება რეგისტრირდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) იპოთეკის უფლება(ები) უქმდება, თუკი იპოთეკით ქონების დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულებ(ებ)ის ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.“;

ბ) 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის“ (დანართი №2):

ბ.ა) 4.2.3. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.2.3. ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო ან/და ნასყიდობის ხელშეკრულებით პირობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს თითოეულ დარღვევაზე საპრივატიზებო საფასურის 0,05%-ს დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;“;

ბ.ბ) 4.4. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4.4. რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების პრივატიზებისას, 4.3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე მარეგისტრირებელ ორგანოში უქმდება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მყიდველის საკუთრების უფლება და ქონება რეგისტრირდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად.“;

გ) 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის“ (დანართი №4):

გ.ა) 2.2.1. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.2.1. საპრივატიზებო საფასურის გადახდის (სრულად გადახდა) ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი.

 -----------------------------------------------------------------------------------------.“;

გ.ბ) 3.3. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.3. 2.2.1 პუნქტით გათვალისწინებული მიზნით ქონების იპოთეკით დატვირთვისას, თუ საპრივატიზებო საფასური 1.4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში არ იქნება გადახდილი გამყიდველის მიერ მითითებულ ანგარიშზე, გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრში უქმდება იპოთეკა. იპოთეკარის მიმართ იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო იპოთეკით დატვირთული ქონების იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლის ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა), ახალ (და ყოველ შემდგომ) მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ განმკარგავი სუბიექტის წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულება, თუკი იპოთეკით ქონების დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო საფასურის გადახდის ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.“;

გ.გ) 4.3. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.3. ქონების პრივატიზებისას, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრში უქმდება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მყიდველის საკუთრების უფლება და ქონება რეგისტრირდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად.“;

დ) 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის“ (დანართი №5) 4.3. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.3. რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების პრივატიზებისას, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე მარეგისტრირებელ ორგანოში უქმდება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მყიდველის საკუთრების უფლება და ქონება რეგისტრირდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად.“;

ე) 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული წილი(ებ)ს/აქ­ცი(ებ)ის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის“ (დანართი №7):

ე.ა) 2.2. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.2. მყიდველს უფლება აქვს:

2.2.1. გამყიდველის თანხმობის შემთხვევაში, საპრივატიზებო ვალდებულებების შესრულების მიზნით (მათ შორის, საპრივატიზებო საფასურის გადახდის) გირავნობით დატვირთოს შეძენილი ქონება.

-----------------------------------------------------------------------------------------.“;

ე.ბ) 2.4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.4. გამყიდველს უფლება აქვს:

2.4.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი ვალდებულების შესრულების დადასტურებისათვის მყიდველს მოსთხოვოს დასკვნის წარმოდგენა, რომელიც მომზადებულ უნდა იქნეს „საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 დეკემბრის №1064 განკარგულებით განსაზღვრული საექსპერტო ან/და ერთ-ერთი აუდიტორული კომპანიის ან მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული სხვა საექსპერტო ან/და აუდიტორული კომპანიის მიერ.

-------------------------------------------------------------------------------------------------.“;

ე.გ) 4.2.3. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.2.3. ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო ან/და ნასყიდობის ხელშეკრულებით პირობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს თითოეულ დარღვევაზე საპრივატიზებო საფასურის 0,05%-ს დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.“;

ე.დ) 4.3. და 4.4. ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.3. ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა განიხილება აუქციონის შედეგების (ნასყიდობის ხელშეკრულების) გაუქმების საფუძვლად. ამასთან, მყიდველს არ აუნაზღაურდება გადახდილი საპრივატიზებო საფასური და გაწეული დანახარჯები. გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში უქმდება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მყიდველის საკუთრების უფლება და ქონება რეგისტრირდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) გირავნობის უფლება(ები) უქმდება, თუკი გირავნობით ქონების დატვირთვამდე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ქონების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულებ(ებ)ის ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.

4.4. მოგირავნის მიმართ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო გირავნობით დატვირთული ქონების მოგირავნის საკუთრებაში გადასვლის ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა), ახალ (და ყოველ შემდგომ) მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ განმკარგავი სუბიექტის წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, თუკი გირავნობით ქონების დატვირთვამდე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ქონების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულებ(ებ)ის ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.“;

ვ) 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული წილი(ებ)ს/აქ­ცი(ებ)ის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის“ (დანართი №8):

ვ.ა) 2.2. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.2. მყიდველს უფლება აქვს:

2.2.1. გამყიდველის თანხმობის შემთხვევაში, საპრივატიზებო ვალდებულებების შესრულების მიზნით გირავნობით დატვირთოს შეძენილი ქონება.

-----------------------------------------------------------------------------------------.“;

ვ.ბ) 4.1. და 4.2. ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.1. აუქციონის შედეგები უქმდება და ქონება ბრუნდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში, თუ მყიდველი წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. ამასთან, მყიდველს არ აუნაზღაურდება გაწეული დანახარჯები. გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში უქმდება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მყიდველის საკუთრების უფლება და ქონება რეგისტრირდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) გირავნობის უფლება(ები) უქმდება, თუკი გირავნობით ქონების დატვირთვამდე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ქონების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულებ(ებ)ის ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.

4.2. მოგირავნის მიმართ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო გირავნობით დატვირთული ქონების მოგირავნის საკუთრებაში გადასვლის ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა), ახალ (და ყოველ შემდგომ) მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ განმკარგავი სუბიექტის წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, თუკი გირავნობით ქონების დატვირთვამდე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ქონების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულებ(ებ)ის ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.“;

ზ) 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული წილი(ებ)ს/აქცი(ებ)ის უპირობო და პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შემძენის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები (დანართი №9).“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრიდავით ბალაძე