„სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ნოემბრის N1963 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ნოემბრის N1963 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2070
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 28/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
2070
28/12/2012
გამოუქვეყნებელი, 28/12/2012
000000000.00(0).000.000000
„სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ნოემბრის N1963 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2070

2012 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ნოემბრის N1963 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ნოემბრის N1963 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაა­დგილებულ პირთა - დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძუ­ლებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამი­ნის­ტროს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” და „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონებით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან მიმართოს შესაბამისი თანხა:

ა) ქ. გორში, მეჯვრისხევის ქ.24ბ-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში (2 საბავშვო ბაღი) წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისათვის;

ბ) ქ. თბილისში, ბაბუცუძის ქ.N12-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში (ყოფილი ხის გადამამუშავებელი ლიცეუმი) წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სიტემებისა და სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისათვის;

გ) ქ. თბილისში, კაიროს ქ.20-ში (ს/ს ტრანსმშენი), კასკადის ქ.41-ში (ზაჰესის გამგ. შენობა), ძმები გარიშვილების ქ.7-ში (მიწისქვეშმშენის შენობა) და კახეთის გზატკეცილი 25-ში (სამთო მექანიკის ინსტიტუტი) მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებში სახურავების სარეაბილიტაციო სამუშა­ოების განხორციელებისათვის;

დ) ქ. თბილისში, ბაბუცუძის ქ.12-ში მდებარე შენობის, დევნილთა გრძელ­ვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგ­ლებში, საცხოვრებელ ბინებად გადაკეთების სამუშაოების განხორციე­ლები­სათვის.”.

პრემიერ-მინისტრი                         . ივანიშვილი