დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა (საქსტატი) და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის ფონდს (UNFPA) შორის გასაფორმებელი 2012 წლის სამოქმედო გეგმისა და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 220 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 08/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №220
2012 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა (საქსტატი) და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის ფონდს(UNFPA) შორის გასაფორმებელი 2012 წლის სამოქმედო გეგმისა და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის თაობაზე
„ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის № 126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა (საქსტატი) და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის ფონდს (UNFPA) შორის გასაფორმებელი 2012 წლის სამოქმედო გეგმისა და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის პროექტი.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები