„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16644
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 20/03/2014
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2014
ძალაში შესვლის თარიღი 20/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016274
  • Word
16644
20/03/2014
ვებგვერდი, 28/03/2014
000000000.00.00.016274
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №16644

2014 წლის 20 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის დებულება“ თანდართული რედაქციით (დანართი №14).“.

2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №7):

ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-5 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №8):

ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-10 მუხლის ,,ნ1’’ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,ნ2“, ,,ნ3“ და ,,ნ4“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,ნ2) პირისათვის (აუდიტორის კანდიდატისათვის) ალტერნატიული აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების, აგრეთვე ალტერნატიული აუდიტის ჩატარების უფლებამოსილების მქონე აუდიტორებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე წინადადების მომზადება;

3) ალტერნატიული აუდიტის ფორმით განსახორციელებელი საგადასახადო შემოწმებების პროცესის კოორდინაცია, მართვა და ინფორმაციული უზრუნველყოფა;

4) ალტერნატიული აუდიტის შემოწმების პროცესის მონიტორინგი. შესაბამისი საფუძვლების არსებობისას ალტერნატიული შემოწმების განმახორციელებელი აუდიტორების მიერ საგადასახადო აუდიტის სახელმძღვანელოს დებულებათა დაცვის მონიტორინგი;“;

დ) მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №9):

ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სტატისტიკის განყოფილების ფუნქციებია:

ა) მონაცემთა ბაზებიდან სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ინფორმაციის მომზადება;

ბ) საგადასახადო მონაცემთა ელექტრონულ ბაზებთან მომხმარებლის დონეზე დაკავშირება, დამუშავება, სისტემატიზაცია და ფორმირება;

გ) განხორციელებული სასაქონლო ოპერაციების შესახებ ცნობის გაცემა;

დ) განხორციელებული სასაქონლო ოპერაციების შესახებ ცნობის გაცემა შეღავათის შემთხვევაში;

ე) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის ფაქტის

არსებობა/არარსებობის თაობაზე ცნობის გაცემა;

ვ) დიპლომატიურ ტვირთზე საგადასახადო შეღავათის გავრცელების შესახებ ცნობის გაცემა;

ზ) ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაციის დამუშავება;

თ) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ანგარიშების მიღება, კომპეტენციის ფარგლებში მათი სისტემატიზაცია;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) საშუალებით შემოსული განცხადებების დამუშავება და დადგენილი წესით სათანადო პასუხების მომზადება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

მ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.

5. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული

ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №10):

ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:

ა.ა) ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მ) კომპეტენციის ფარგლებში, სასაქონლო ექსპერტიზის განხორციელებას საქონლის

რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენის, საქონლის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით;“;

ა.ბ) ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-7 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-8 და მე-12 მუხლები ამოღებულ იქნეს;

დ) მე-13 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელებისას ან/და დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას, სასაქონლო ექსპერტიზის განხორციელება – საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენა, საქონლის საბაზრო ღირებულების განსაზღვრა;“;

ე) მე-14 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების

სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12):

ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,წ“, ,,ჭ“ და ,,ჯ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-7 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-13 მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. დამატებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის დებულება (დანართი №14) შემდეგი რედაქციით:

,,დანართი №14

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში –

შემოსავლების სამსახური) ადმინისტრირების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეული.

2. დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ზედამხედველობას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.

4. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი.

5. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16.

 

    მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი

დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, ,,შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულება, შემოსავლების სამსახურის დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებები, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ეს დებულება და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

    მუხლი 3. დეპარტამენტის ურთიერთობა მესამე პირებთან

1. დეპარტამენტი შემოსავლების სამსახურის შემადგენლობაში შემავალი საგადასახადო ორგანოა.

2. დეპარტამენტი თავისი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს სახელმწიფოს სახელით.

3. დეპარტამენტი დამოუკიდებელია თავისი მოვალეობის შესრულებისას და საჭიროებისამებრ თანამშრომლობს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან.

    მუხლი 4. უფლებამოსილების დელეგირება

1. ცალკეული საკითხის გადაწყვეტისას დეპარტამენტის უფროსის მიერ შესაძლებელია დეპარტამენტის თანამშრომელზე დელეგირებულ იქნეს უფლებამოსილება.

2. დეპარტამენტის თანამშრომელს ეკრძალება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის დაკისრებული ვალდებულების ან მინიჭებული უფლებამოსილების სხვა თანამშრომლისათვის გადაცემა.

    მუხლი 5. დეპარტამენტის ფუნქციები

ა) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელების მიზნით რისკების განსაზღვრა, მართვა, ანალიზი და ამ ღონისძიებათა დაგეგმვა;

ბ) გადასახადის გადამხდელების მიერ გადასახადების სრულ და დროულ გადახდაზე

მონიტორინგი. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარება საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენის, საქონლის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით;

დ) ზოგადი ანალიტიკური პროცედურების განხორციელება და მიღებული ინფორმაციის განზოგადება, სტატისტიკური და სხვა ინფორმაციის შეკრება, მათი შედარებითი, კრებსითი ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დეპარტამენტებისათვის ინფორმაციის გადაცემა;

ე) საგადასახადო კონტროლისათვის გადასახადის გადამხდელთა შერჩევა და ინფორმაციის შესაბამისი დეპარტამენტებისათვის გადაცემა;

ვ) მიმდინარე კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით, საგადასახადო რისკის მართვის პროგრამის მუშაობის ანალიზი და შედეგების შესახებ შესაბამისი დეპარტამენტებისათვის ინფორმაციის გადაცემა;

ზ) საგადასახადო შემოწმებებისათვის რისკის კრიტერიუმების და პრინციპების განსაზღვრა, ავტომატიზებული რისკების მართვის სისტემის მუშაობაში მონაწილეობა, მონიტორინგი, ანალიზი და შედეგების შესახებ შესაბამისი დეპარტამენტებისათვის ინფორმაციის გადაცემა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული საბაჟო და საგადასახადო ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და შესაბამის ადრესატამდე დაყვანა, ასევე კომპეტენციის ფარგლებში, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებთან ინფორმაციის გადამოწმება და მიღებული მონაცემების ანალიზი შემდგომი ღონისძიებების განსახორციელების მიზნით;

ი) საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე სამსახურში შემოსული წინადადებების განხილვა და შესაბამისი ინფორმაციის მომზადება;

კ) საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, საგადასახადო შეთანხმების პროექტის მომზადება და საგადასახადო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელება;

ლ) საბაჟო კონტროლის განხორციელებასთან ან/და დეკლარირებულ საქონელთან დაკავშირებით გამოსაყენებელი რისკების მართვის ავტომატიზებული სისტემის მუშაობის ორგანიზირება, მონიტორინგი, ანალიზი და შედეგების შესახებ შესაბამისი დეპარტამენტებისათვის ინფორმაციის გადაცემა;

მ) საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან და საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურებისას წარდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა, ანალიზი და გადამოწმება;

ნ) „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მისაღებად კანდიდატის განცხადების განხილვა-ანალიზი, „ოქროს სიის“ შესახებ მონაცემების დამუშავება-ანალიზი;

ო) საბიუჯეტო შემოსულობების დამუშავება გადასახადის სახეების, ტერიტორიული ერთეულების მიხედვით. საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის, აგრეთვე საბაჟო, საგადასახადო და სხვა შესაბამისი სტატისტიკის წარმოება;

პ) ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების ორგანიზაციული

უზრუნველყოფა;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართალდარღვევების გამოვლენა და სამართალდარღვევათა საქმის წარმოება;

რ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ს) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;

ტ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;

უ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

    მუხლი 6. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსი (შემდგომში – დეპარტამენტის უფროსი), რომელსაც შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

3. დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან

ათავისუფლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი.

4. დეპარტამენტის უფროსი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) იღებს გადაწყვეტილებებს, მოქმედებს დეპარტამენტის სახელით, წარმოადგენს დეპარტამენტს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობაში;

ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებების, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;

გ) ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას. საჭიროების შემთხვევაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის და დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ შესაბამისი ფუნქციების შესრულების თაობაზე;

დ) იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების ორგანიზების, მომზადებისა და ჩატარების შესახებ;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას

სამართალდაღვევის ოქმის განხილვის შედეგებზე;

ვ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) ანგარიშვალდებულია შემოსავლების სამსახურის უფროსის წინაშე;

თ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ი) ცვლის, ძალადაკარგულად ან ბათილად ცნობს დეპარტამენტის უფლებამოსილი

თანამშრომლების საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო ან მიზანშეუწონელ გადაწყვეტილებებს;

კ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის დეპარტამენტის უფროსის სათათბირო ორგანოს და განსაზღვრავს მის რიცხოვნობას და პერსონალურ შემადგენლობას;

ლ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

    მუხლი 7. დეპარტამენტის სტრუქტურა

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საგადასახადო რისკების მართვის სამმართველო;

ბ) საბაჟო რისკების მართვის სამმართველო;

გ) ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის სამმართველო;

დ) საგადასახადო შეთანხმებების სამმართველო;

ე) საგადასახადო დავალიანების მართვის სამმართველო;

ვ) გადახდევინების ღონისძიებების დაგეგმვის სამმართველო;

ზ) გადახდევინების ღონისძიებების სამმართველო, რომელიც შედგება სტრუქტურული     ქვედანაყოფებისაგან:

ზ.ა) თბილისის და მცხეთა მთიანეთის განყოფილება;

ზ.ბ) აჭარის განყოფილება;

ზ.გ) სამეგრელო-ზემო სვანეთის და გურიის განყოფილება;

ზ.დ) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის განყოფილება;

ზ.ე) ქვემო ქართლის განყოფილება;

ზ.ვ) კახეთის განყოფილება;

ზ.ზ) შიდა ქართლის განყოფილება;

ზ.თ) სამცხე-ჯავახეთის განყოფილება.

    მუხლი 8. საგადასახადო რისკების მართვის სამმართველო

საგადასახადო რისკების მართვის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საგადასახადო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით, გადასახადის გადამხდელთა გასვლითი საგადასახადო შემოწმებისათვის შესარჩევი რისკის კრიტერიუმების და ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პირების საგადასახადო შემოწმების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად რისკების შეფასების კრიტერიუმების შემუშავება. ლიკვიდაციის პროცესში მყოფ პირთა შერჩევის ელექტრონული სისტემის და საგადასახადო რისკის მართვის პროგრამის მუშაობის ანალიზი;

ბ) საგადასახადო შემოწმების ჩატარების მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემების (დეკლარაციების და სხვა გაანგარიშებების) დამუშავება-ანალიზი, რისკის ფაქტორების განსაზღვრა, საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება, მათი შედარება საგადასახადო მონაცემებთან. წარუდგენელი დეკლარაციების შესახებ ინფორმაციის მიღება (მათ შორის, სპეციალურად შექმნილი ელექტრონული მოდულის მეშვეობით) და დამუშავება;

გ) რისკის მქონე გადასახადის გადამხდელებთან აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩასატარებელი გასვლითი და კამერალური საგადასახადო შემოწმებების განსაზღვრის მიზნით, შესაბამისი ინფორმაციის საგადასახადო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით დამუშავება და აუდიტის დეპარტამენტისათვის გადაცემა;

დ) გადასახადის გადამხდელების საგადასახადო შემოწმებისათვის შერჩევის პრინციპების

შემუშავების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საგადასახადო შემოწმებების შედეგების განზოგადება, სისტემატიზაცია და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფისათვის წინადადებების მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისთვის წარდგენის უზრუნველყოფა;

ე) გასვლითი და კამერალური საგადასახადო შემოწმების მიზნებისათვის შერჩეული/შესარჩევი გადამხდელების მიერ განხორციელებული სასაქონლო ოპერაციების შესახებ არსებული მონაცემების შესწავლა, დამუშავება და განზოგადება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული საგადასახადო ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და შესაბამის ადრესატამდე დაყვანა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებთან ინფორმაციის გადამოწმება და მიღებული მონაცემების ანალიზი შემდგომი ღონისძიებების გასატარებლად;

თ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირებისას და შესრულებისას წარდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა, ამ დოკუმენტაციის გადამოწმება საერთაშორისო თანამშრომლობისა დაურთიერთდახმარების მექანიზმების გამოყენებით, გადამოწმების შედეგებზე შესაბამისი რეაგირება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში,

ინფორმაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა შემდგომი რეაგირების მიზნით;

კ) საინფორმაციო ბაზების, საგადასახადო სტატისტიკის მონაცემების, საგადასახადო

კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე არსებული, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმების გამოყენებით მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რისკის ფაქტორების გამოვლენა, რისკების მართვის თაობაზე წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

ლ) გადასახადის გადამხდელების ალტერნატიული საგადასახადო შემოწმებისათვის შერჩევის პრინციპების შემუშავების მიზნით, ჩატარებული ალტერნატიული აუდიტის შედეგების განზოგადება და სისტემატიზაცია;

მ) საგადასახადო მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით გადასახადის გადამხდელთა მიმდინარე კონტროლის პროცედურებისთვის შესარჩევი რისკის კრიტერიუმების შემუშავება და საგადასახადო რისკის მართვის პროგრამის მუშაობის ანალიზი;

ნ) ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზების ან/და სხვა მიღებული ან დამუშავებული სათანადო ინფორმაციების ანალიზის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელთა მიმართ მიმდინარე კონტროლის პროცედურების დაგეგმვა-ოპტიმიზაცია და შერჩეული გადამხდელების მონიტორინგის დეპარტამენტისთვის გადაცემა შემდგომი ღონისძიებების გასატარებლად;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ჟ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

    მუხლი 9. საბაჟო რისკის მართვის სამმართველო

საბაჟო რისკის მართვის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საბაჟო კონტროლის, საქონლის გაფორმების ან/და გაშვების შემდგომი შემოწმების

დროს გამოსაყენებელი რისკების მართვის ავტომატიზებული სისტემის მუშაობის ორგანიზება, მის საფუძველზე საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შემუშავება, მათი განხორციელების მონიტორინგი და ანალიზი;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელისაგან და სხვა დაინტერესებული პირისაგან გადამხდელის ან/და დეკლარირებული საქონლის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა, მიღებული ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი, გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა, სისტემაში რისკების მართვის შესაბამისი ელემენტების ინტეგრირება და მონიტორინგი;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებიდან და სხვა საშუალებით მიღებული ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების შესახებ ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და შესაბამის ადრესატამდე დაყვანა;

დ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო

კონტროლის განხორციელებისას მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „ASYCUDA“-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემის და სხვა ხელმისაწვდომი ბაზების მუშაობის

მონიტორინგი. მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „ASYCUDA“-ში რისკის პროფილების და შემთხვევითი შერჩევის პარამეტრების ინტეგრირება. არსებული რისკის პროფილების და შემთხვევითი შერჩევის პარამეტრების შეცვლა ან გაუქმება;

ე) ,,ოქროს სიის“ მონაწილეთა საქონლის გაშვებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებისას რისკების მართვის სისტემის გამოყენების კოორდინაცია;

ვ) საინფორმაციო ბაზების, საგადასახადო სტატისტიკის მონაცემების, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე არსებული, აგრეთვე საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმების გამოყენებით მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რისკის ფაქტორების გამოვლენა და რისკების მართვის თაობაზე წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

ზ) საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან და საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურებისას საქონლის მესაკუთრის ან/და მფლობელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა და ამ დოკუმენტაციის გადამოწმება საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების მექანიზმების გამოყენებით, გადამოწმების შედეგებზე შესაბამისი რეაგირება;

თ) „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მისაღებად კანდიდატის განცხადების განხილვა-ანალიზი, „ოქროს სიის“ შესახებ მონაცემების დამუშავება-ანალიზი;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ინფორმაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა შემდგომი რეაგირების მიზნით;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებთან ექსპორტ-იმპორტის ინფორმაციის გადამოწმება და მიღებული მონაცემების ანალიზი შემდგომი ღონისძიებების გასატარებლად;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ნ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

 

მუხლი10. ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის სამმართველო

ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საბიუჯეტო შემოსულობების დამუშავების ორგანიზება გადასახადის სახეების, ტერიტორიული ერთეულების მიხედვით;

ბ) სამსახურის მიერ ადმინისტრირებადი შემოსავლების შესახებ ინფორმაციის ელექტრონული და სხვა ფორმით მიღება და დამუშავება;

გ) საგადასახადო შემოსავლების ანგარიშგების სტატისტიკური ფორმების შედგენის მეთოდოლოგიის შემუშავება-სრულყოფა და ეკონომიკური ანალიზი;

დ) საგადასახადო მონაცემთა ელექტრონულ ბაზებთან მომხმარებლის დონეზე დაკავშირება, დამუშავება, სისტემატიზაცია და ფორმირება;

ე) საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის, საგადასახადო და სხვა შესაბამისი სტატისტიკის წარმოება;

ვ) საგადასახადო შემოსავლების მობილიზაციის გაუმჯობესების შესახებ წინადადებების და ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება;

ზ) სამსახურის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების მიერ გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ანგარიშების მიღება, კომპეტენციის ფარგლებში მათი სისტემატიზაცია, შეფასება და ანალიზი, სამსახურის მუშაობის შემაჯამებელი ანგარიშების მომზადება;

თ) დეპარტამენტში დაგეგმილი ღონისძიებების ამსახველი სტატისტიკური ფორმების შემუშავება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისთვის მათი სისტემატური წარდგენა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში სხვა ანალიტიკური პროცედურების განხორციელება;

კ) სამსახურის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციის ანალოგიური საქმიანობის შესახებ სხვა ქვეყნების სტატისტიკური მონაცემების მოძიება და სამსახურის საქმიანობასთან შედარებითი ანალიზის განხორციელება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებებისა და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ნ) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება.

    მუხლი 11. საგადასახადო შეთანხმებების სამმართველო

საგადასახადო შეთანხმებების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე სამსახურში შემოსული წინადადებების განხილვა და შესაბამისი ინფორმაციის მომზადება;

ბ) საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, საგადასახადო შეთანხმების პროექტის მომზადება და საგადასახადო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით     გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელება;

გ) საგადასახადო შეთანხმებასთან დაკავშირებული შემოსავლების სამსახურის ბრძანებით გათვალისწინებული კორექტირებების (დარიცხვის/შემცირება) მონაცემთა ბაზაში ასახვა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების და პროცედურული სახელმძღვანელოების პროექტების მომზადება;

ვ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.

     მუხლი 12. საგადასახადო დავალიანების მართვის სამმართველო

საგადასახადო დავალიანების მართვის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება, მათ შორის, ელექტრონულ-ტექნიკური საშუალებებით;

ბ) საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებისა და ყადაღის დადების უზრუნველყოფა, მათ შორის, ელექტრონულ-ტექნიკური საშუალებებით;

გ) „საგადასახადო მოთხოვნის“ გადასახადის გადამხდელისთვის წარდგენის უზრუნველყოფა;

დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სადეპოზიტო ქვეანგარიშზე ჩარიცხვის შემდგომ, შესაბამის სახაზინო კოდებზე თანხების განაწილება – გადასახადის სახეების მიხედვით;

ე) ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ვ) ბანკის მიერ გადასახადის გადამხდელისთვის ანგარიშის გახსნის ან ანგარიშის დახურვის შესახებ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი შეტყობინების მიღების დადასტურება;

ზ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლით გათვალისწინებული (მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა) „საგადასახადო მოთხოვნის“ გადასახადის გადამხდელისთვის წარდგენის უზრუნველყოფა;

თ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და მისგან ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შედეგებზე ინფორმაციის მიღება;

ი) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებათა/ხელშეკრულებათა მომზადება და შესრულებაზე კონტროლი;

კ) საგადასახადო დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და შესაბამისი წინადადებების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართალდარღვევების გამოვლენა და სამართალდარღვევათა საქმის წარმოება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ნ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

    მუხლი 13. გადახდევინების ღონისძიებების დაგეგმვის სამმართველო

გადახდევინების ღონისძიებების დაგეგმვის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების (ქონებაზე ყადაღის დადება) განხორციელების მიზნით გადასახადის გადამხდელთა შერჩევა;

ბ) გადახდევინების ღონისძიებების სამმართველოსათვის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილებათა შერჩევითი მიწოდება, დაყადაღების (აღწერის) აქტის შედგენის მიზნით;

გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 244-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების (სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება) განხორციელების მიზნით გადასახადის გადამხდელთა შერჩევა და გადახდევინების ღონისძიებების სამმართველოსთვის მიწოდება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარება საქონლის რაოდენობის, შემადგენლობის და ძირითადი მახასიათებლების დადგენის, საქონლის საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით;

ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების (მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა) განხორციელების მიზნით გადასახადის გადამხდელთა შერჩევა და საგადასახადო დავალიანების მართვის სამმართველოსთვის მიწოდება „საგადასახადო მოთხოვნის“ გამოსაცემად;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმების შესახებ შემოსული განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;

ზ) გადასახადის გადამხდელების მიერ გადასახადების სრულ და დროულ გადახდაზე, აგრეთვე საგადასახადო შემოსავლების კლებაზე/ზრდაზე მონიტორინგი;

თ) ყადაღადადებული ან/და საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაციაზე გადასახადის გადამხდელის განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადება;

ი) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე გადაწყვეტილებათა/ხელშეკრულებათა მომზადება და მათი შესრულების კონტროლი;

კ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის საგადასახადო დავალიანების მქონე გადამხდელთა ქონების რეალიზაციის თაობაზე მოსამართლის ბრძანებების, სააღსრულებო ფურცლების და ქონებაზე ყადაღის დადების მასალების მიწოდება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

მ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

    მუხლი 14. გადახდევინების ღონისძიებების სამმართველო

გადახდევინების ღონისძიებების სამმართველოს თბილისის და მცხეთა მთიანეთის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლის, კახეთის, შიდა ქართლის და სამცხე ჯავახეთის განყოფილებების ფუნქციებია:

ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ტრანსპორტირებულ/შეძენილ საქონელზე ყადაღის დადება და მოხსნა;

ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 244-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;

გ) ქონებაზე ყადაღის დადება;

დ) ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, სამართალდარღვევების გამოვლენა და სამართალდარღვევათა საქმის წარმოება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა;

ზ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.“.

8. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

 

სამსახურის უფროსი                                ი. გვარამაძე