დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „TORSANLOREZO GEORGIA“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 841 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 08/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №841
2012 წლის 8 მაისი
ქ. თბილისი
შპს „TORSANLOREZO GEORGIA“-ის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანერგე მეურნეობის მოწყობის მიზნით გათვალისწინებული სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელებისათვის შპს „TORSANLOREZO GEORGIA“ (სკ – 445402467) გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან სამი თვით და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამების მიმდებარედ, სოფ. ქვედა სამების ქვიშა‑ხრეშის გამოვლინების I უბანზე განახორციელოს 30 000 მ3 ინერტული მასალის მოპოვება შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
| I უბანი | ||
| № | X | Y |
| 1 | 734829 | 4631457 |
| 2 | 734675 | 4631433 |
| 3 | 734419 | 4631434 |
| 4 | 734665 | 4631566 |
| 5 | 734738 | 4631597 |
| S = 3,39 ჰა. | ||
2. შპს „TORSANLOREZO GEORGIA“-მ უზრუნველყოს:
ა) სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შესაბამისი დასკვნით განსაზღვრული პირობების შესრულება;
ბ) 5 220 (ხუთი ათას ორას ოცი) ლარის გადახდა.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები