„სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №403 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №403 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 591
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 05/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
591
05/04/2012
გამოუქვეყნებელი, 05/04/2012
000000000.00(0).000.000000
„სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №403 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №591

2012 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

 „სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №403 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №403 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“;

ბ) პირველი, მე‑2 და მე‑3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ განახორციელებს საერთაშორისო სტანდარტების მინის ტარის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას აზერბაიჯანულ ორგანიზაცია ღია სააქციო საზოგადოება „Inter glass“-თან ერთად დაფუძნებული შვილობილი საწარმოს მეშვეობით.

2. მინის ტარის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის მიზნით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს შეღავათიანი საკრედიტო რესურსების მოძიება.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.

პრემიერ-მინისტრი                                                    ნ. გილაური