დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საავიაციო ძებნა-შველის რეაგირების გეგმის შემუშავების მიზნით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 590 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 05/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №590
2012 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
საავიაციო ძებნა-შველის რეაგირების გეგმის შემუშავების მიზნით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე
1. საავიაციო ძებნა-შველის რეაგირების გეგმის შემუშავების მიზნით შეიქმნას უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი (შემდგომში – ჯგუფი) შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ ასლამაძე – შპს „საქაერონავიგაციის“ დირექტორის მოადგილე საჰაერო მოძრაობის ორგანიზების დარგში
ზაზა გაბათაშვილი – შპს „ტავ ურბან საქართველოს“ აეროდრომის მენეჯერი
ავთანდილ გეგენავა – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის უფროსი
ვლადიმერ ვაშაკიძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სააერნაოსნო დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი
ლევან კარანაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სააერნაოსნო მომსახურების დეპარტამენტის უფროსი
გიორგი კორაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს ჰუმანიტარულ საქმეთა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მოადგილე
ალექსანდრე კუნჭულია – შპს „საქაერონავიგაციის“ საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურის უფროსი მეთვალყურე
ალექსანდრე მოვსესიანი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩეველი
გიორგი მოლოდინაშვილი – შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის მოადგილე განვითარების დარგში
თამაზ ნადირაშვილი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბის სამხედრო ავიაციის სამმართველოს, საბრძოლო მომზადებისა და საძებნი-სამაშველო განყოფილების საძებნი-სამაშველო სამუშაოების დაგეგმვის უფროსი ოფიცერი – სამოქალაქო პირი
ქეთევან სალუქვაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი
ზურაბ უტიაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი.
2. ჯგუფმა 3 თვის ვადაში შეიმუშაოს საავიაციო ძებნა-შველის რეაგირების გეგმის პროექტი, უზრუნველყოს მისი შესაბამისი უწყებებისათვის გაცნობა და საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარდგენა.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები