დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის სათანადოდ მოწყობისათვის შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 586 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 05/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №586
2012 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის სათანადოდ მოწყობისათვის შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ თავის სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობის (ქ. თბილისი, ჩოლოყაშვილის გამზირი №9) ჰოლისა და გარე ფასადის მოწყობისათვის შესაბამისი საპროექტო და სარემონტო სამუშაოების, აგრეთვე საკონფერენციო დარბაზის ტექნიკური აპარატურით აღჭურვისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის განსაზღვრული ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები