სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ

  • Word
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 826
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 30/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
826
30/04/2012
გამოუქვეყნებელი, 30/04/2012
000000000.00(0).000.000000
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
საქართველოს მთავრობა

აქართველოს მ ავრობის

განკარგულება 826

2012 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ

1. გურიის რეგიონში, მდინარე ბახვისწყალზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დასრულების შემდეგ, მათი სისტემაში მიერთების მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ უზრუნველყოს ახალი 220/110/10 კვ ქვესადგურისა და 110 კვ ხაზის მშენებლობა.

2 . მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დარიალის ხეობაში „დარიალის“ და „ლარსის“ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დასრულების შემდეგ , მათი სისტემაში მიერთების მიზნით , სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ უზრუნველყოს საჭირო ქმედებების, მათ შორის , საპროექტო, სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარეაბილიტაციო სამუშაოების , განხორციელება.

3 . „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე -3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად , სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ამ განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტების შესრულებისათვის საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით .

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი და მე‑2 პუნქტების შესაბამისად უზ უნველყოს სათანადო ქმედებების განხორციელება, მათ შორის, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის გეგმაში ცვლილებების შეტანა.

პრემიერ-მინისტრი                                                                        ნ . გილაური