საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „გებრიუდერ ვაისს“ შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებული პირობის მოწონების შესახებ

  • Word
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „გებრიუდერ ვაისს“ შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებული პირობის მოწონების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 825
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 30/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).00.000000
  • Word
825
30/04/2012
გამოუქვეყნებელი, 30/04/2012
000000000.00(0).00.000000
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „გებრიუდერ ვაისს“ შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებული პირობის მოწონების შესახებ
საქართველოს მთავრობა

აქართველოს მ ავრობის

განკარგულება 825

2012 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროსა და შპს „გებრიუდერ ვაისს“ შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებული პირობის  მოწონების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივა­ტი­ზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკო­ნომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექ­ტემ­ბრის №1-1/1537 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის გათვალისწინებით, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკო­­ნომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „გებრი­უ­დერ ვაისს“ შორის გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულების პრო­ექტის 5.4  პუნქტი შემდეგი რედაქციით, კერძოდ:

 „5.4. ხელშეკრულების 3.1.2 და 3.1.3 ქვეპუნქტებით დადგენილი ვა­ლ­­დე­ბულებების განმეორებით/დამატებით ვადაში შეუსრულებლო­ბის შემ­თხვევა ან/და მათი დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამ­ტეხ­ლოს გადაუხდელობა დაწესებულ ვადაში გამყიდველს უფლებას აძ­ლევს,  ცა­ლ­მხრივად მოშალოს ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევაში უპი­რობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ჩაირიცხება სა­ხელ­მწიფო ბიუჯეტში, ხოლო მყიდველი ინარჩუნებს ქონებაზე უპი­რობო სა­­კუთრების უფლებას.“.

2. განკარგულება ძალაშია ,, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების  შპს „გებრიუდერ ვაისისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის განკარ­გულების ძალაში შესვლის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                       ნ . გილაური