დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ დასადები ხელშეკრულებების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 578 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 05/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №578
2012 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ დასადები ხელშეკრულებების თაობაზე
„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს:
ა) საკრედიტო რეიტინგის მინიჭების შესახებ სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და საკრედიტო სარეიტინგო კომპანია „Standard&Poor’s“-ს შორის დასადები ხელშეკრულების პროექტი;
ბ) საკრედიტო რეიტინგის მინიჭების შესახებ სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და საკრედიტო სარეიტინგო კომპანია „Fitch“-ს შორის დასადები ხელშეკრულების პროექტი;
გ) ბეჭდვითი მომსახურების განხორციელების შესახებ სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და კომპანია „RR Donnelley“-ს შორის დასადები ხელშეკრულების პროექტი;
დ) საგადასახადო აგენტის მომსახურების შესახებ სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და კომპანია „Citibank“-ს შორის დასადები ხელშეკრულების პროექტი.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები