საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 819
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 30/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).00.000000
  • Word
819
30/04/2012
გამოუქვეყნებელი, 30/04/2012
000000000.00(0).00.000000
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

აქართველოს მ ავრობის

განკარგულება 819

2012 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების  შესახებ

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:

) მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განსახორციელებელი რეგიონული განვითარების პროექტის II მოსამზადებელი სამუშაოებისათვის კულტურული მემკვიდრეობის, ბუნებრივი და სოციალური გარემოს სტრატეგიული შეფასების, გარემოსდაცვითი მიმოხილვის, გარემოსდაცვითი მართვის გეგმის, ეკონომიკური ანალიზის, ქვეპროექტის შეფასების ანგარიშისა და განსახლების გეგმის საკონსულტაციო (საპროექტო) მომსახურების შესყიდვა;  

ბ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების დაფინანსება „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგრამული კოდი – 25 03) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების“ (პროგრამული კოდი 25 03 01) მუხლით განსაზღვრული ასიგნებებიდან;

) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“  საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელება.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის დროს გაითვალისწინოს ამ განკარგულებით განსაზღვრული ხარჯების დაფინანსებისათვის საჭირო თანხების სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფის საკითხი.

პრემიერ-მინისტრი                                                               . გილაური