დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „საქაერონავიგაციასა“ და „Met Office“-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 541 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 28/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 28/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №541
2012 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
შპს „საქაერონავიგაციასა“ და „Met Office“-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების შესახებ
„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების საფუძველზე, მოწონებულ იქნეს შპს „საქაერონავიგაციასა“ და „Met Office“-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი, „კოპიტნარის აეროპორტის რეაბილიტაციის ზოგიერთ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის №1390 განკარგულების შესაბამისად, კოპიტნარის აეროპორტისათვის საავიაციო პერსონალის (სინოპტიკოსების) გაერთიანებული სამეფოს „Met Office“-ში მომზადების თაობაზე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები