თვითმმართველი ქალაქი ქუთაისისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 539
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 28/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
539
28/03/2012
გამოუქვეყნებელი, 28/03/2012
000000000.00(0).000.000000
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №539

2012 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

თვითმმართველი ქალაქი ქუთაისისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1.  ქ. ქუთაისში მშენებარე პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერი­ტო­რიაზე არსებული საცხოვრებელი სახლების ფასადების მოწესრიგების სა­მუშაოებისა და მათთან დაკავშირებული სხვა მომსახურების შესყი­დ­ვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხ­ლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში გან­სა­ხორციელებელი პროექტების ფონდიდან თვითმმართველ ქალაქ ქუთა­ისს გამოუყოს 2 500 000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. ქუთაისის მერიამ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონის­ძი­ებ­ებ­თან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარ­ტი­ვებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ‑მინისტრი                                            ნ.  გილაური