დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შპს „საქართველოს რკინიგზის“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ 2011 წლის არააუდირებული წმინდა მოგების განაწილების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №447 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 531 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 27/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №531
2012 წლის 27 მარტი
ქ. თბილისი
„შპს „საქართველოს რკინიგზის“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ 2011 წლის არააუდირებული წმინდა მოგების განაწილების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №447 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 261 მუხლის მე-4 ნაწილისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „შპს „საქართველოს რკინიგზის“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ 2011 წლის არააუდირებული წმინდა მოგების განაწილების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №447 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ 2012-2017 წლებში მისაღები წმინდა მოგებიდან ყოველწლიურად განაწილდეს 2012, 2013, 2014, 2015, 2016 და 2017 წლების წმინდა მოგების არა უმეტეს 35%.“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები