დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქვედა სიმონეთი ნავენახევის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის №170 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2058 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 24/12/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2058
2012 წლის 24 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,ქვედა სიმონეთი‑ნავენახევის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის №170 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,ქვედა სიმონეთი-ნავენახევის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის №170 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა)პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) 2010-2013 წლებში უზრუნველყოს ადგილობრივი მნიშვნელობის ქვედა სიმონეთი-ნავენახევის საავტომობილო გზის საპროექტო, სარეაბილიტაციო და საზედამხედველო სამუშაოების განხორციელება;“;
ბ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
,,4.2013 წელს განსახორციელებელი სამუშაოებისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის დაფინანასება განახორციელოს საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.“.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები