დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „კურორტ ასპინძისათვის“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №00963 ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 217 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/02/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 08/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №217
2012 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
შპ ს „კურორტ ასპინძისათვის“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №00963 ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 71 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ბუნებრივი რესურსების სააგენტომ უზრუნველყოს შპს „კურორტ ასპინძისათვის“ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №00963 ლიცენზიაში ცვლილების განხორციელება, კერძოდ, ლიცენზიით გათვალისწინებული (თერმული წყალი) დღე-ღამეში 80 კუბ.მ ნაცვლად მოსაპოვებელი წიაღისეულის ოდენობა განისაზღვროს დღე-ღამეში 200 (ორასი) კუბ.მ.
2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ შპს „კურორტი ასპინძა“ ლიცენზი ა ში ცვლილების შეტანის შემდეგ თხუთმეტი კალენდარული დღის ვადაში მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის გაზრდილი ოდენობისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხდის 10 706 (ათი ათას შვი დას ექვსი) ლარს.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები