საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 214
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 08/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
214
08/02/2012
გამოუქვეყნებელი, 08/02/2012
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №214

2012 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:

 ) ყვარლის მუნიციპალიტეტის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ყვარელი–ყვარლის ტბის საავტომობილო გზის კმ 0+00 – კმ 2+240 მონაკვეთის რეაბილიტაციისა და მდ . დურუჯზე საავტომობილო სახიდე გადასასვლელის მშენებლობისათვის საჭირო საკონსულტაციო (საპროექტო) მომსახურების შესყიდვა;  

 ბ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების დაფინანსება „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგრამული კოდი: 25 03) განსაზღვრული ასიგნებებიდან;

) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                    . გილაური