შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ ქ. ქუთაისში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ ქ. ქუთაისში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 212
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 08/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
212
08/02/2012
გამოუქვეყნებელი, 08/02/2012
000000000.00(0).000.000000
შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ ქ. ქუთაისში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №212

2012 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ ქ. ქუთაისში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით, შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიურომ“ ქ. ქუთაისში საქართველოს პარლამენტის მშენებლობის პროცესში საკონსულტაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 და მე-12 პუნქტების საფუძველზე, შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ ქ. ქუთაისში საქართველოს პარლამენტის მშენებლობის პროცესში საკონსულტაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულების მიმართ არ გავრცელდეს ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტით (წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში) და 21-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

პრემიერ-მინისტრი              ნ. გილაური