ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის განსაზღვრის შესახებ

  • Word
ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 526
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 23/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
526
23/03/2012
გამოუქვეყნებელი, 23/03/2012
000000000.00(0).000.000000
ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №526

2012 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლისა და „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამსახურის ამბროლაურის სატყეო უბნის სხვავის სატყეოს №41 კვარტალზე ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით, აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვროს 168 636 (ას სამოცდარვა ათას ექვსას ოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით, ხოლო ლიცენზიის მოქმედების (სარგებლობის) ვადა – 3 (სამი) წლით.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური