სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ

  • Word
სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ
დოკუმენტის ნომერი 08-1/268/1649
დოკუმენტის მიმღები ს.ს."ვითიბი ბანკ ჯორჯია"
მიღების თარიღი 21/03/2014
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/03/2014
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
08-1/268/1649
21/03/2014
ვებგვერდი, 24/03/2014
სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ
ს.ს."ვითიბი ბანკ ჯორჯია"

სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ!

 

გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 201 4 წლის 20 მარტის  247 განკარგულებით დამტკიცდა სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ (შემდგომ „ბანკი“) საბოლოო ემისიის პროსპექტი. აღნიშნული ემისიის პროსპექტის საფუძველზე, ბანკის აქციონერთა უპირატესი შესყიდვის უფლების გათვალისწინებით, ბანკის მიერ ხორციელდება 11 000 000 (თერთმეტი მილიონი) ცალი ჩვეულებრივი აქციის საჯარო შეთავაზება ნომინალური ღირებულებით თითოეული 1 ლარი (1 ცალი ჩვეულებრივი აქციის ფასი, რომელზე ნაკლებადაც დაუშვებელია აქციის პირველადი განთავსება).

წინამდებარე განცხადებით ბანკი აქციონერებს გატყობინებთ, რომ უფლება გაქვთ განახორციელოთ ბანკის მიერ გამოშვებულ აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლების რეალიზაცია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბოლოო ემისიის პროსპექტის დამტკიცების თარიღისათვის ბანკის კაპიტალში თქვენს საკუთრებაში არსებული აქციების რაოდენობის პროპორციულად. აქციონერთა მიერ აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლების რეალიზაციისათვის დაწესებულ ვადას შეადგენს ემისიის პროსპექტის გამოქვეყნებიდან 18 (თვრამეტი) კალენდარული დღე. ემისიის პროსპექტი გამოქვეყნებულ იქნა 2014 წლის  21  მარტს ბანკის ვებგვერდზე - www.vtb.ge.

ბანკის აქციონერებს უფლება აქვთ, ზემოაღნიშნული ვადის განმავლობაში და პირობებით, განახორციელონ უპირატესი შესყიდვის უფლების რეალიზაცია და შეიძინონ აქციები (განახორციელონ აქციათა ღირებულების გადახდა).

აქციათა ღირებულების გადახდ ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში, ლარში, ფულადი სახსრების უნაღდო ანგარიშსწორებით გადარიცხვიგზით, შემდეგ რეკვიზიტებზე: JSC VTB Bank (Georgia) SWIFT: UGEBGE22.  IBAN: GE17VT0100000009444501.

აქციათა ემისიის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ საბოლოო ემისიის პროსპექტს გაეცნონ ბანკის ვებგვერდზე - www.vtb.ge.

ბანკის აქციონერთა მონაცემები შესაძლებელია დადგინდეს ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელ რეგისტრატორ სს „ კავკასრეესტრში“, მისამართი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74ა, ტელ:2 22 - 07 – 18

 

 გენერალური დირექტორი                       ა. კონცელიძე