საქართველოში მეღვინეობის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე

  • Word
საქართველოში მეღვინეობის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 805
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 30/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
805
30/04/2012
გამოუქვეყნებელი, 30/04/2012
000000000.00.00.000000
საქართველოში მეღვინეობის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება №805

2012 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოში მეღვინეობის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – ღვინის ეროვნულმა სააგენტომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ქვეპროგრამა „რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების“ (პროგრამული კოდი – 37 03 05 ) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან 5 000 000 (ხუთი მილიონი ) ლარი მიმართოს შპს „ გრუზვინპრომისათვის“ სესხის გასაცემად.

2. სესხი გაიცეს მეღვინეობის განვითარების ღონისძიებების დაფინანსების მიზნით შემდეგი პირობებით:

ა) სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვროს 2012 წლის 31 დეკემბერი;

ბ) სესხით სარგებლობის წლიური განაკვეთი განისაზღვროს 2 პროცენტით;

გ) სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის დაფარვა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ეტაპობრივად, ისე ერთიანად, სესხის დაბრუნების ვადის ამოწურვამდე.

3. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაშვებულ იქნეს გამონაკლისი და ამ განკარგულებით გათვალისწინებული სესხი გაიცეს სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების განსაზღვრის გარეშე.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს :

ა) „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანისას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის დამატებითი თანხების გამოყოფა;

ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დამტკიცებულ ასიგნებებში ცვლილებების განხორციელება .

5. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე -3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად , სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით , ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს   გამარტივებული შესყიდვის საშუალებით .

პრემიერ -მინისტრი                                                          ნ . გილაური