დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2011 წლის 25 აგვისტოს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 525 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 23/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №525
2012 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
2011 წლის 25 აგვისტოს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე
1. საქართველოს მთავრობას, კომპანია EMCT PAZARLAMA INSAAT TAAHHUT TICARET LTD.STI-სა და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2011 წლის 25 აგვისტოს, საქართველოში, გურიის რეგიონში გუბაზეული 6 ჰესის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობის კომპანია EMCT PAZARLAMA INSAAT TAAHHUT TICARET LTD. STI-ის მიერ დარღვევასთან დაკავშირებით, ამავე მემორანდუმის 3.6.1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განხორციელდეს კომპანია EMCT PAZARLAMA INSAAT TAAHHUT TICARET LTD.STI-ის მიერ წარდგენილი #TZB 11-10940 საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის სრული ოდენობით მოთხოვნა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, საქართველოს მთავრობის სახელით შესაბამისი ქმედებების განხორციელების (მათ შორის, საბაკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის მოთხოვნის შესახებ შესაბამის ბანკში წარსადგენ წერილზე ხელმოწერის) უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ალექსანდრე ხეთაგურს.
პრემიერ‑მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები