რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

  • Word
რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 522
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 23/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
522
23/03/2012
გამოუქვეყნებელი, 23/03/2012
000000000.00(0).000.000000
რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №522

2012 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

 რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

1. 2008 წლის 6 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მიერ 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 მარტამდე პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის შედეგად წარმოშობილი დავალიანების დაფარვის მიზნით , საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი – 34 02 06) მიმართოს 24 568 (ოცდაოთხი ათას ხუთას სამოცდარვა) ლარი.

2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული დავალიანების ანაზღაურება განახორციელოს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ წარდგენილი ფაქტობრივი დანახარჯის მიხედვით.

პრემიერ-მინისტრი                                                             ნ. გილაური