რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა უძრავი ქონების იდენტიფიკაციასა და აღრიცხვასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 516
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 23/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
516
23/03/2012
გამოუქვეყნებელი, 23/03/2012
000000000.00(0).000.000000
რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა უძრავი ქონების იდენტიფიკაციასა და აღრიცხვასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №516

2012 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა უძრავი ქონების იდენტიფიკაციასა და აღრიცხვასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები­დან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სა­მინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია – ცხინვალის რეგიონი­დან იძუ­­ლებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა უძრავი ქონების კოს­მო­სურ სურათებზე აღრიცხვისა და იდენტიფიკაციის პროგრამის გან­ხორ­ციე­ლე­ბის თაობაზე.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონის­ძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერი­ტო­რიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლ­ვილთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუ­ჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებე­ბიდან (პრო­გ­რამული კოდი – 34 01 05) მიმართოს 64 015 (სამოცდაოთხი ათას თხუთ­მეტი) ლარი.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირე­ბუ­ლი ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათ­ვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში განსახორციელებლად საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდ­ვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                              ნ. გილაური