საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ

  • Word
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 515
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 23/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
515
23/03/2012
გამოუქვეყნებელი, 23/03/2012
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №515

2012 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ

1. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინის­ტ­რომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ­თ­ვე­ლოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან 400 000 (ოთხასი ათ­ასი) ევროს ეკვივალენტი ლარის ფარგლებში განახორციელოს ქართვე­ლი ფეხბურთის მწვრთნელებისათვის 2012 წლის განმავლობაში საერთა­შო­რისო დონის სასწავლო კურსების ჩატარებასთან დაკავშირებით სა­ზღ­ვ­არ­გარეთის ქვეყნებიდან მოწვეული სპეციალისტების (სასწავლო კურ­სე­ბ­ის წამყვანი პირების) მომსახურების ანაზღაურების, მგზავრობის, სას­ტ­უ­მ­როს, ადგილზე ტრანსპორტირების, აგრეთვე აღნიშნული კურსების ჩა­სა­ტარებლად შესაბამისი მოწყობილობების, ინვენტარისა და აღჭურ­ვი­ლო­ბის შეძენის, სალექციო კურსის ჩანაწერების ქართულ ენაზე თარ­გ­მ­ნის, რედაქტირებისა და გამოშვების უზრუნველყოფის, თარჯიმანთა მო­მ­­სა­ხურების, ასევე ამავე კურსებთან დაკავშირებული სხვა საჭირო ხარ­ჯე­ბ­ისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადა­ს­ა­­ხა­დ­ების დაფარვა.

2. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „სა­ქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართვე­ლ­ოს კანონში ცვლილებების შეტანის დროს გაითვალისწინოს დამა­ტე­ბი­თი ას­იგნებების გამოყოფის საკითხი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრ­დ­ო­ბის სა­ქ­მ­ეთა სამინისტროსათვის.

პრემიერ-მინისტრი                                                   ნ. გილაური