დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მუხურა–ტყიბულის დაბალი წნევის (1,2 მგპა-მდე) გაზსადენის მშენებლობის უზრუნველყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 502 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 23/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №502
2012 წლის 23 მარტი
ქ. თბილისი
მუხურა–ტყიბულის დაბალი წნევის (1,2 მგპა-მდე) გაზსადენის მშენებლობის უზრუნველყოფის შესახებ
საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების და ქვეყანაში ენერგოუსაფრთხოების გამყარების მიზნით მუხურა–ტყიბულის დაბალი წნევის (1,2 მგპა-მდე) გაზსადენის მშენებლობის უზრუნველსაყოფად:
ა) სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს სათანადო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელება;
ბ) „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული სამუშაოების შემჭიდროებულ ვადებში შესრულების აუცილებლობიდან გამომდინარე, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ საქონლის, სამშენებლო სამუშაოებისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით;
გ) ზემოაღნიშნული გაზსადენის მშენებლობის პროექტის შემჭიდროებულ ვადებში განხორციელების მიზნით ეთხოვოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობას უზრუნველყოს მშენებლობის ნებართვის გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები