დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე მესტიაჭალაზე საავტომობილო ხიდის მოწყობის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 791 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 30/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №791
2012 წლის 30 აპრილი
ქ. თბილისი
მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე მესტიაჭალაზე საავტომობილო ხიდის მოწყობის შესახებ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2012 წელს უზრუნველყოს:
ა) მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე მესტიაჭალაზე საავტომობილო ხიდის მოწყობის სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა;
ბ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელება პროექტირების პარალელურ რეჟიმში;
გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელება;
დ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების დაფინანსება „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ მუხლით (პროგრამული კოდი – 25 02 02) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული „გზების პერიოდული შეკეთებისა და რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგრამული კოდი – 25 02 02 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები