დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სააქციო საზოგადოების – საპარტნიორო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №1205 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 781 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 24/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №781
2012 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
„სააქციო საზოგადოების – საპარტნიორო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის № 1205 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63‑ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „სააქციო საზოგადოების – საპარტნიორო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის № 1205 განკარგულებაში და სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას დაემატონ კერძო სექტორიდან მოწვეული შემდეგი პირები:
ვლადიმერ გურგენიძე – სს „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
ვახტანგ ბუცხრიკიძე – სს „თიბისი ბანკის“ პრეზიდენტი;
არჩილ გაჩეჩილაძე – სს „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე;
გიორგი ღლონტი – სს „ქეი ეს ბი ბანკის“ გენერალური დირექტორი.
2. განკარგულება ძალაშია საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების ძალაში შესვლის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები