დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფი“-ს დაზღვევის ლიცენზიის (სიცოცხლის) გაცემის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05/1-ლ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური |
| მიღების თარიღი | 14/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს დაზღვევის
სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება №05/1-ლ
2014 წლის 14 მარტი
ქ. თბილისი
შპს სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფი“ -ს დაზღვევის ლიცენზიის (სიცოცხლის) გაცემის თაობაზე
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 29-ე პუნქტის, ამავე კანონის მე-8, მე-9, მე-10, მე-13, 36-ე მუხლების, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 22-ე მუხლის და 2013 წლის 2 მაისის საქართველოს მთავრობის № 102-ე დადგენილებით დამტკიცებული სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების და ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
ვბრძანებ:
1. შპს სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფზე“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 404858631) გაიცეს დაზღვევის ლიცენზია (სიცოცხლის).
2. შპს სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფზე“ სალიცენზიო მოწმობა გაიცეს სალიცენზიო მოწმობის შესაბამისი ფორმის დადგენილი წესით დამტკიცებისთანავე.
3. შპს სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფზე“ ინფორმაცია ლიცენზიის გაცემის თაობაზე 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
4. შპს სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფზე“ ლიცენზიის გაცემის შესახებ მონაცემები შეტანილ იქნეს მზღვეველთა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
5. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ, აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
6. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო
ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ლაშა ნიკოლაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები