ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გვაზოურში (ქუტირის თემი) მდინარე ცხენისწყლის კალაპოტში გასატარებელი გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გვაზოურში (ქუტირის თემი) მდინარე ცხენისწყლის კალაპოტში გასატარებელი გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 778
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 24/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).00.000000
  • Word
778
24/04/2012
გამოუქვეყნებელი, 24/04/2012
000000000.00(0).00.000000
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გვაზოურში (ქუტირის თემი) მდინარე ცხენისწყლის კალაპოტში გასატარებელი გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

აქართველოს მ ავრობის

განკარგულება 778

2012 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გვაზოურში (ქუტირის თემი) მდინარე ცხენისწყლის კალაპოტში გასატარებელი გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2012 წელს უზრუნველყოს:

ა) ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გვაზოურში (ქუტირის თემი) მდი­­ნარე ცხენისწყლის კალაპოტში გადაუდებელი ნაპირსამაგრი სამუ­შა­ოების განხორციელება, აგრეთვე მათთან დაკავშირებული საპროექტო და სა­ზედამხედველო მომსახურების შესყიდვა;

ბ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოების განხორ­ცი­ე­ლება დაპროექტების პარალელურ რეჟიმში;

გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონის­ძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ გან­კარგულებით გათვალისწინებული სამუშაოებისა და მათთან დაკავში­რე­ბული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების  სახელმწიფო შე­ს­ყიდვა გამარტი­ვებუ­ლი შესყიდვის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდ­ვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვე­პუნ­ქტის შესა­ბამისად;

დ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების დაფი­ნანსება „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ­თ­ველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარ­ტა­მენ­ტისათვის „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ მუხლით (პრო­გრამული კოდი – 25 02 02) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბი­უჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტ­კიცების თაობაზე“ საქართველოს ფი­ნანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დე­კემბრის 643 ბრძანებით დამტკი­ცებული „მდინარეთა ნაპირსამაგრი სამუშაოების“ მუხლით (პროგრამული კოდი – 25 02 02 08) განსაზღვრული ასიგნებები­დან.

პრემიერ-მინისტრი                                            . გილაური