საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 245
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017865
245
20/03/2014
ვებგვერდი, 21/03/2014
040030000.10.003.017865
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №245

2014 წლის 20 მარტი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი  (შემდგომში - ცენტრი).
მუხლი 2
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ:

1. განახორციელოს ცენტრის სახელმწიფო კონტროლი.

2.  უზრუნველყოს ცენტრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

მუხლი 3
ცენტრს თავისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად გადაეცეს სახელმწიფო ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი