საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12/2014
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 20/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 16/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 010240000.15.008.016129
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
12/2014
20/03/2014
ვებგვერდი, 21/03/2014
010240000.15.008.016129
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/03/2014 - 24/11/2017)

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

დადგენილება №12/2014

2014 წლის 20 მარტი

ქ. თბილისი

 

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ

  საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
  დამტკიცდეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
  ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
ცესკოს მდივანიგიზო მჭედლიძე



დანართი

 

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურები და
გადაწყვეტილების მიღების წესი

  1. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შესაბამისი საარჩევნო კომისია ირჩევს კომისიის სხდომაზე, სახელობითი კენჭისყრით.
  2. კენჭისყრის პროცედურის ჩატარებამდე კომისიის წევრებს უფლება აქვთ სათითაოდ გაეცნონ კონკურსანტების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას.
  3. კომისიის წევრებს ურიგდებათ ცხრილის სახით ამობეჭდილი (დანართი 1) კონკურსანტების ჩამონათვალი, რომელშიც კონკურსანტების სახელისა და გვარის გარდა აგრეთვე მიეთითება, თუ რომელ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე აქვს მას შეტანილი განცხადება.
  4. შესაბამისი საარჩევნო კომისიის თითოეული წევრი ცხრილში შემოხაზავს, თუ რომელ კანდიდატს/კანდიდატებს აძლევს იგი ხმას, თითოეულ გვერდზე მიუთითებს თავის სახელსა და გვარს, მოაწერს ხელს და დოკუმენტს გადასცემს შესაბამისი კომისიის სხდომის მდივანს.
  5. საარჩევნო კომისიის სხდომის მდივანი ითვლის ხმის მიცემის შედეგებს, შეაქვს სპეციალურ ცხრილში (დანართი 2) და აცხადებს თითოეული კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას.
  6. იმ შემთხვევაში, თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვერ აირჩა, მისი ხელახალი არჩევა ხორციელდება იგივე წესით.

 

დანართი 1

უბრის № ---------- '

სახელი და გვარი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საარჩევნო კომისიის წევრი ______________ / __________________/         „ ___ “ _________ 201__ წ.

                                                     (ხელმოწერა)      (სახელი და გვარი)                            (თარიღი)