დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.108.016143 |
|
„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 თებერვლის №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 12.02.2014წ. სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.108.016137) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის პირველი ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს გამგეობის, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას, ინფორმაციულ მომსახურეობას.“; ბ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და მიწოდებას;“. |
2.
დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები