„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/03/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.108.016142
7
20/03/2014
ვებგვერდი, 25/03/2014
010260020.35.108.016142
„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სენაკის მუნიციპალიტეტი
 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2014 წლის 20 მარტი

ქ. სენაკი

 

„სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 თებერვლის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12.02.2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.108.016136) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

  ა) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ზ) საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციების და სამუშაო აღწერილობების პროექტების, საჯარო  მოსამსახურეთათვის საკვალიფიკაციო კრიტერიუმების დადგენის თაობაზე წინადადებების მომზადებას;“;

  ბ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „კ) მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭებისა და კანონით დადგენილი დანამატების განსაზღვრის წინადადებების მომზადებას; მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობების გაფორმებას და აღრიცხვას; ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა წარდგენას სახელმწიფო ჯილდოებზე; მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებული საპატიო წოდებების და ჯილდოების მინიჭების წინადადებების მომზადებას; საჯარო მოსამსახურეთა წახალისების შესახებ წინადადებების მომზადებას;“.

2. დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზურაბ ხაბურზანია