„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2014 წლის 14 თებერვლის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი 25/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/03/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 17/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 240080000.11.004.016025
4
25/03/2014
ვებგვერდი, 25/03/2014
240080000.11.004.016025
„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2014 წლის 14 თებერვლის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
 
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №4

2014 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2014 წლის 14 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

მუხლი 1
„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2014 წლის 14 თებერვლის №1 დადგენილებით (ვებგვერდი, 14/02/2014 ) დამტკიცებული წესის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-9 პუნქტი:

„9. პირის მიერ ისეთი ინფორმაციის გასაჯაროება, რომელიც ეროვნული ბანკის მიერ მიჩნეულია კონფიდენციალურად, ავტომატურად არ ნიშნავს ამ ინფორმაციის ეროვნული ბანკის მიერაც გასაჯაროებას. ამ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის საბჭო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ, ეროვნული ბანკის საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე აღნიშნული ინფორმაცია კვლავ ინარჩუნებს კონფიდენციალურ ხასიათს.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე