საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 763
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 24/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
763
24/04/2012
გამოუქვეყნებელი, 24/04/2012
000000000.00.00.000000
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

  აქართველოს მ ავრობის

განკარგულება 763

2012 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

1. ქ. ქუთაისში, თაბუკაშვილის ქ. №175-ში (ყოფილი საფინანსო კოლეჯი) მცხოვრები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა 24 ოჯახისათვის ბუნებრივი აირის მიწოდებისა და მომსახურების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი – 34 02 01) მიმართოს 6 480 (ექვსი ათას ოთხას ოთხმოცი) ლარი, საიდანაც:

ა) დევნილი ოჯახების აბონენტებად რეგისტრაციისა და ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების (შეჭრა-მონტაჟის) საფასურის გადახდისათვის – 960 (ცხრაას სამოცი) ლარი;

ბ) შიდა დაქსელვითი სამუშაოების განხორციელებისათვის – 5 520 (ხუთი ათას ხუთას ოცი) ლარი.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბუნებრივი აირის მიწოდებისა და მომსახურების მიზნით აბონენტად რეგისტრაციისა და ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების (შეჭრა-მონტაჟის) საფასურის ანაზღაურება განხორციელდეს   ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე‑ 19 მუხლის მე‑ 17 პუნქტის ქვეპუნქტის ა.გ ქვეპუნქტის შესაბამისად (ერთ ოჯახზე (აბონენტი) ერთჯერადად 40 (ორმოცი) ლარის ოდენობით) .

3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, ცენტრალიზებულად განახორციელოს ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების (შეჭრა-მონტაჟის) საფასურის  ანაზღაურება ბუნებრივი აირის მიმ წოდებელი კომპანიებისათვის.

4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში განხორციელებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალები თ.

  პრემიერ-მინისტრი                                               ნ. გილაური