დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სოფლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2588 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 745 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 24/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №745
2012 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
„სოფლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2588 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63‑ე მუხლის შესაბამისად, „სოფლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2588 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულებით დამტკიცებული №2 დანართის „ვაუჩერის დარიგებისა და ანაზღაურების წესის“ მე‑2 მუხლის მე‑4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. უფლებამოსილი პირი ვალდებულია 2012 წლის 30 აპრილამდე პერსონიფიცირებული რეესტრით გათვალისწინებულ მოსარგებლეებს დაურიგოს ვაუჩერი.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და ვრცელდება 2012 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
პრემიერ‑მინისტრი ნ . გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები