დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ღია სააქციო საზოგადოება „სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკკორდის“ წარმომადგენლობა (ფილიალი) საქართველოში „აკკორდ ჯორჯიასათვის“ იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 740 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 24/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №740
2012 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისღია სააქციოსაზოგადოება „სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკკორდის“ წარმომადგენლობა (ფილიალი) საქართველოში „აკკორდ ჯორჯიასათვის“ იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „ სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხ ლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკო ნომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ ღია სააქციო საზოგადოება „სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია აკკორდის“ წარმომადგენლობას (ფილიალი) საქართველოში „აკკორდ ჯორჯიას“ (საიდენტიფიკაციო კოდი – №202459295) იჯარის ფორმით გადასცეს ქ. წყალტუბოში, სოფელ გეგუთში მდებარე 51 192 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – №29.14.32.178) და თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ კვახჭირში მდებარე 100 891 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – №33.01.36.130) ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) წლის ვადით, წლიური ქირით – 20 500 (ოცი ათას ხუთასი) ლარი.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამი ნისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები