საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 127-ე კმ-ზე განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 127-ე კმ-ზე განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 739
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 24/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
  • Word
739
24/04/2012
გამოუქვეყნებელი, 24/04/2012
000000000.00.00.000000
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 127-ე კმ-ზე განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

აქართველოს მ ავრობის

განკარგულება 739

2012 წლის 24 აპრილი

ქ. თბილისი

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 127-ე კმ-ზე განსახორციელებელი ღონისძიებების  შესახებ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სა­მი­ნისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს სა­ავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2012 წელს უზრუნველყოს:

ა)  საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავ­ტომობილო გზის 127-ე კმ-ზე ჩაწყვეტილი გზის ვაკისის აღდგენისა და სტი­ქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების, აგრეთვე მათთან დაკავ­შირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა;

ბ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოების განხორ­ცი­ე­ლება დაპროექტების პარალელურ რეჟიმში;

გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონის­ძი­ე­ბების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ გან­კარ­გულებით გათვალისწინებული სამუშაოებისა და მათთან დაკავში­რე­ბული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების სახელმწიფო შეს­ყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდ­ვე­ბის შე­სახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვე­პუნქ­ტის შესა­ბამისად;

დ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების დაფი­ნან­სება „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ­თველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტა­მენ­ტი­სათვის „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ მუხლით (პრო­გრამუ­ლი კოდი – 25 02 02) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბი­უჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფი­ნანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის 643 ბრძანებით დამტკი­ცებული „სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო და პრევენციის მიზნით ჩასატა­რებელი სამუშაოების“ მუხლით (პროგრა­მული კოდი – 25 02 02 05) განსაზ­ღვრული ასიგნებებიდან.

პრემიერ-მინისტრი                                              . გილაური