საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2056
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/12/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 24/12/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
2056
24/12/2012
გამოუქვეყნებელი, 24/12/2012
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2056

2012 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში 2012 წლის ციტრუსის სეზონის მოსავლის აღების ღონისძიებათა ხელშეწყობის და მეციტრუსეობის დარგში დასაქმებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს 177 600 (ას სამოცდაჩვიდმეტი ათას ექვსასი) ლარი, მათ შორის:

ა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტს - 160 000 (ას სამოცი ათასი) ლარი;

ბ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს - 16 000 (თექვსმეტი ათასი) ლარი;

გ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს - 1 600 ( ათას ექვსასი) ლარი .

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა უზრუნველყონ ციტრუსის გადამამუშავებელ საწარმოში ჩაბარებულ ყოველ 1 კილოგრამ არასტანდარტულ ციტრუსზე აღნიშნული საწარმოს მიერ გადახდილი თანხის დამატებით ციტრუსის ჩამბარებელ პირებზე 0,08 ლარის გაცემა.

3. მიეცეთ უფლება ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გამოყოფილი თანხის ფარგლებში, აუცილებლობის შემთხვევაში, 2013 წლის განმავლობაში განაგრძონ ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება.

პრემიერ-მინისტრი   . ივანიშვილი