ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე

  • Word
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 165
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 31/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
165
31/01/2012
გამოუქვეყნებელი, 31/01/2012
000000000.00(0).000.000000
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №16 5

2012 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე

1. შპს  „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS“-ის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS“‑ს გადაურიცხოს 370 000 (სამას სამოცდაათი ათასი) ლარი.

2. ეთხოვოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, განკარგულების პირველი პუნქტით გამოყოფილი თანხით გაზარდოს შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS“‑ის კაპიტალი.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS“‑ისთვის გადარიცხული თანხა ასახოს, როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტისათვის გადარიცხული ტრანსფერი.

პრემიერ‑მინისტრი                         ნ . გილაური