დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის №575 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 733 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 24/04/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება №733
2012 წლის 24 აპრილი
ქ. თბილისი
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის №575 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის №575 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ ციით:
„1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანაკლიის ტურისტულ ზონაში კაფე-რესტორნის მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შპს „ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS“‑ს გადაურიცხოს 620 000 (ექვსას ოცი ათასი) დოლარის და 420 000 (ოთხას ოცი ათასი) ევროს ეკვივალენტი ლარი, მათ შორის:
ა) კაფე-რესტორნის მინისა და ლითონის კონსტრუქციების დამზადება-მონტაჟის ხარჯებისათვის – 420 000 (ოთხას ოცი ათასი) ევროს ეკვივალენტი ლარი;
ბ) კაფე-რესტორნის მინაპლასტიკით შემოსვისა და მანათობელი დანამატით შეღებვის ხარჯებისათვის – 520 000 (ხუთას ოცი ათასი) დოლარის ეკვივალენტი ლარი;
გ) კაფე-რესტორნის სამგზავრო ლიფტის მონტაჟისა და კიბის მოსაწყობად – 100 000 (ასი ათასი) დოლარის ეკვივალენტი ლარი.“.
პრემიერ‑მინისტრი ნ . გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები